,,ჩემთან რა გინდა?"
ყელსაბამი
მისახსოვრე
გაგატ-გიშრის,
თავი ასჯერ
მომაჩვნე
რაინდად...
ერთად თუ ვართ-
ჩემნაირი
იყავ გიჟი!
მარტო შენი
ყელსაბამი
რად მინდა...
ახლა წვიმს, ჩანს,
ცა სექტემბრის
გამო მღერის...
კოკისპირულს-
ქოლგა ვისღა
გამოაქვს!
შენთან თუ ვარ,
შლეგ წვიმაშიც
გამომყევი-
თუ არა და
ერთად ყოფნას
რა მოაქვს?!
ჰო, ვიცეკვე
და ლაბადაც
გავაფინე!
მარტო სტვენით
გული ვეღარ
ვაჯერე!
ჩემთან თუ ხარ-
ჩემნაირად
გააფრინე!
ან არა და
ჩემთან რაღა
გაჩერებს...
გუმანია?
სიამაყე?-
რაღაც გიშლის!
მწამს, კაეშანს
შენი მსგავსნი
აჩვევენ...
ყელსაბამი
რომ მაბნიე
გაგატ-გიშრის,
თავი ასჯერ,
რომ რაინდად,
მაჩვენენ...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი