უბით ორს...
გახუნებული ჯინსის უბეში, ჯერაც კვალია- ვარდის მალვების... ვარდის ფურცელი იყო ნუგეში და ჩუმი მოწმე- პაემანების! მახსოვს, ვიყიდე, შენთვის და მქონდა... იქნებ, სიკეთით, იქნებ... ან ჯიბრით... და რამდენს... რამდენს... რამდენს დამქონდა- გადმოსაცემი, ვარდი, ამ ჯიბით! ახლა კი, როგორც ტალღა- დუმფარას, მე ისე ვკუწავ ხელში ნარჩენს, ხამს... მიყვარხარ ახლაც, ისე... თუმცა, რა... უნდა მეცადა შენთვის რამდენ ხანს... თორემ, ახლაც მსურს და დავამთავრებ იმით, რომ დუელს მოვთხოვ, კუბიდონს! მანამ კი, მალვით, ისევ ვატარებ, ისევ იმ ვარდებს,- წითელს, უბით- ორს. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი