* * *


ხან, ცხოვრების მაჯის ცემას ვისმენ
და დღეებიც ძალზე მშვიდად მიქრის!
მერე, რაღაც მომივლის და ისევ,
ამერევა დაკეცილი ფიქრი!

და ტივტივებს გონებაში შავი...
და ვერ ბორკავს სასმისების შეცლა!
    (ჩემი თავის ისევ მე ვარ შარი
    და ვაბრალებ ამინდების შეცვლას...)

დაუჩაგრავს საზიზღარი ვისმე?
ძალს, აქ, მე ვარ და ძალს არის, იქ, ის!
   არა, ზოგჯერ მაჯის ცემას ვისმენ
   და დღეებიც ძალზედ მშვიდად მიქრის...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი