* * *
ისევ მოხეული ღრუბლები და...
ისევ უკუღმართად ვიბედები!
უბეგარღვეული უბნებიდან,
ცვივა ფოთოლი და
იმედები....
დილით- ჯერაც სავსე კოლოფიდან-
გაქრნენ სიგარეტის ღერები, ვით,
გლახა- წინ აღმართულ კორიფესთან...
ჭკნება შემოდგომა ხელებივით...
ქრება ნოემბერი თოვლივით და
მე კი- უკუღმართი მწეველივით...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი