ქარია


დღეს უსაშველო ქარია,
ფიქრები ისევ არია,
და ვინ რა იცის ვის გულში, 
როგორი ტიპის ქარია. 

დიდი ხანია დარია,
დიდი ხანია წყნარია,
მაგრამ ბოლო დროს რატომღაც, 
რაღაცამ ისევ არია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი