ლოცვა


ლოცვად მუხლდრეკილი,ღმერთო გევედრები,
ივერია გააბრწყინე,წინაპართ სისხლით ნატარები,
ვინ აღარ გვაშთობდა,სპარსი თუ არაბი,
თურქ-სელჩუკები,მონღოლთა ურდოები.
ხელს,არ გვაკლებდა მანამდე ბიზანტიელები,
რასაც მოჰყვა ეგრისის,დიდი ომები,
სამშობლოს ჰყავდა უძლეველი მხედართმთავრები,
საქართველოს ისტორიის მაშვრალები.
ხან ზეობდა ჩვენი წალკოტი,
ხან კი სძლევდა,მას ჭოტი,
რამდენგზის იყო გაუგონარი ღალატი,
ვაგლახ სამარცხვინო ისტორიული ფაქტი,
სისხლი იღვრებოდა უღვთოდ,რაღა ვთქვა მეტი?
ივერია გაბრწყინდეს წინაპართა სისხლით ნატარები,
უფალო,ამრავლე ჩვენს მიწაზე ჯანმრთელი პატარები,
დაგვიბრუნდეს მიტაცებული მიწები,
აროდეს ჩავქრეთ,ვითარცა ხეთები!

მთის პოეტი:თამუნა ბარბაქაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი