ედემს სადარი


ჩემი კურთხეული სამშობლოს მიწა,
ყვავ-ყორანთ საჯიჯგნად,რომ გადიქცა,
დაგვიბრუნდება ჩვენი რიწა?
გულით ვდარდობ,წინაპართ საფლავს ვფიცავ.
სამშობლო მიწის ყოველი გოჯი,
გმირთა სისხლით გაჯერებული,
რამდენი მდედრი აცრემლებული,
რამდენი ბალღი დაობლებული.
ოდესმე გათენდეს იმგვარი დღე,
აფხაზეთის კარს;რომ შევაღებთ,
სამაჩაბლოში,ისევ ჰყვაოდეს გვირილა,
ვაგლახ,რომ გულჩასათუთქად პატივაყრილა.
ჩემო სამშობლოვ ედემს სადარო,
შენი ძუძუდან ვიღებთ საზრდოს,
ალგეთს გმირები კვლავ გამოზარდო,
არაერთხელ უდევნიათ მტრის ურდო!

მთის პოეტი:თამუნა ბარბაქაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი