შობის ვარსკვლავი
მთას შემოგარსვია სქელი ნისლი, სათოვარი ღრუბლები შეიკრა, ბერიკაცი პირუტყვს აბინავებს, იქვე გოშიაც წკავწკავებს. დედაბერი თონეში შოთს აკრავს, ბიჭუნა ფიჩხს ეზიდება, დაბრაწვია ლოყები ანცურად, დააბიჯებს მეტად კაცურად. ოჯახში სხვაგვარი ფუსფუსია, შობისთვის ემზადებიან, აცხობენ საშობაო ქადებს, რაც ოჯახურ სითბოს ჰბადებს. შობის ვარსკვლავი აღმობრწყინდა, ბალღების თვალები აციმციმდა, მაცხოვარს გაუღეს გულის სარკმელი, აქ გაასრულა,პოეტმა სათქმელი! მთის პოეტი:თამუნა ბარბაქაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი