ბასიანის ბრძოლა


ყოველი გოჯი სამშობლო მიწისა,
არს გაჟღენთილი წინაპართ სისხლითა,
წალკოტს ხვდა ბედი ლამაზი ქალისა,
დუშმანი იპყრობდა უწმინდურ ხანჯლითა. 
გადავიხადეთ ტიტანი ომები,
მედგრად იბრძოდნენ ქართველი ლომები,
სამშობლოს სიყვარულს უნერგავდნენ მამები,
შვილებიც იყვნენ პატრიოტი მეომრები. 
მარტო რად ღირს ბასიანის ბრძოლა,
სოსლანს დაევალა ჯარის გაძღოლა,
თამარმა ვარძიაში აღავლინა ლოცვა,
არ დაეშვა,უფალს ქართველთ ხოცვა.
როს ტაძარში ტარდებოდა წირვა,
სალოს ევლოგს დაეწყო ხილვა,
მან იხილა ქართველთ გამარჯვება,
რუქნადინის საარაკო დამარცხება!

მთის პოეტი:თამუნა ბარბაქაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი