მეგობრებს
ვეძებ სიყრმის მეგობრებს და ვკითხულობ,_ სად დავკარგე წიქარა და ნიკორა?!. ვნატრობ,ისევ ჩემს გვერდით რომ ვიგულო ზღაპრად: იყო და თან არა იყო რა... ცრემლი ნამად ეპკურება ყვავილებს, გული ისევ ბავშვურ ფიქრით საზრდოობს. მამალმა თქვა: - იცით, მე რა მაყივლებს? ღამემ დილას საიდუმლო ანდოო! მზის ამბორით ემჩნევათო ხალები ჟირაფებს და იფერებენ ამ ალერსს, მიმოზებში ისმის მათი ძახილი... სიხარული გულში ვეღარ დავმალე! ამ ყველაფერს მე მეგობარს ვანდობდი, ჩემთვის ახლაც მხოლოდ ტკივილს ვიტოვებ. მეგობრისგან ერთგულებას ვნატრობ და ვერ ვპოულობ წიქარებს და ნიკორებს... (2002წ. თ.დ.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი