Dugo-ს
ოდნავ თავდახრილი ლექსებს კითხულობდა ყველა გრძნობა შერჩა ღია იარებად. ძნელად იხსენებდა ყველა ჩავლილ ომს და მიწის ღერძზე მისი გული ტრიალებდა. თეთრი მანჟეტები ეუცხოვებოდა, სურდა გაქცევა და თავს ვინ გაეყრება. მერე სანთლის ალზე შეაჩერა მზერა, დღეს პოეტის ლანდი ალს ეპაექრება. ნერვიულ ცახცახით ჩრდილი მიყვებოდა, მისი გული ცეცხლით როგორ დაიშანთა, წერდა ტკივილებით სავსე ფიქრის ოდას გულს მარტო ტოვებდა გუდა კაეშანთან. სევდა ხურჯინივით მხრებზე მოიკიდა, დატოვა ღამე და ფეთქვამ იგრძნო მაჯა. სისხლი ამოხია ყველა სტრიქონიდან, ფურცლებზე ტოვებდა ლაქად ძარღვის მარჯანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი