უცხო
მხოლოდ სულ ერთხელ მინახავს, სურვილი რა წამოფრინდა, სრულიად უცხო ქალისთვის გულის გადაშლა მომინდა. მივმართე დახმარებისთვის, რომ მისი აზრი გამეგო, იქნება სამომავლოდაც ოცნების კოშკი ამეგო. . . იქნება უცხომ უფრო თქვას რა მიჭირს, ან რას ვერ ვხვდები, ანდა ცხოვრების რთულ გზაზე ასე ხშირად რად ვფერხდები. მართლა არ ვიცი, რა მოხდა, ჩემს თავს ბევრი რამ ვუშალე, სრულიად უცნობ ბანოვანს გული რად გადავუშალე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი