ღმერთი
მე ხომ ღმერთი ვარ! არ გაგეცინოთ. . . დიდი ხანია საზღვრებს გამოვცდი; მე ხომ ღმერთი ვარ ამ წითელ ღვინოს სულმოუთქმელად აქვე გამოვცლი! მე ღვთაება ვარ და გადავწყვიტე: ამიერიდან ბედს არ გამოვცდი! და გადაგიშლით სამყაროს საზღვრებს, კედლებს, ბარიერს სულ მთლად ჩამოვცლი! წინ წაგიძღვებით იმ ხაზის მიღმა, რასაც ოდესღაც მაშინ გამოვცდით! მართლა ღმერთი ვარ - - ამით ვხალისობ, დოქის შუაგულს უკვე ჩამოვცდით. მე ხომ თქვენი ვარ, ნუ გაგიკვირდათ, მშვიდად მომყევით და ნუ გამომცდით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი