თოლია


შორს გავყურებ არემარეს, ირგვლივ თოვლია                        ნეტავ სად მიდის? ფრთა მოტეხილი თეთრი თოლია           ალბათ ჰგონია თავშესაფარს იპოვის სადმე,ალბათ ჰგონია.ტყვიების წვიმამ ცა გააპო,ზოგ-ზოგიერთებს სეტყვა ჰგონიათ. ალბათ, იმასაც იტყვის ვიღაცა, რომ საწყალ ბავშვებს ტირილი და კვნესა სდომიათ.                    ასეა როცა შენი შვილი,თბილად ზის სახლში სხვისი შვილიც ასე გგონი,ასე გგონია.დაჭრილ მობრძოლთა სისხლის გუბე,ზოგ-ზოგიერთებს მარწყვის წვენი ჰგონიათ,მაგრამ რავუყოთ იმ მწარე ტკივილს,იმ გულის სევდას,გლოვას? აბა მითხარით ეგ რა გგონიათ?                   ალბათ სპექტაკლი ან ალბათ საკონცერტო დადგმა გგონიათ?  ალბათ მე ვცდები, ალბათ თქვენი სამყარო ჩემსას სჯობია. მაგრამ ერთს ვიტყვი ის თოლია არ მოკვდება.იფრენს,ილაღებს ვერ აჯობებს ვერც შევარდენი,ვერც არწივი ასე მგონია. სამყაროს შემქმნელ სცენარისტისგან გამიგონია!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი