მძიმე გზა


ქუჩა-ქუჩა დადის მუდამ,საბრალოა ასე რომთქვათ.               ცალ ხელში ღვინის ბოთლით, ცალით კიდევ ყვავილს ბღუჯავს.სახლში ცოლი ელოდება მომტირალი უმზერს ქუჩას,გვერდით შვილის გარდაცვლილის, ფოტო თანსდევს,მარად მუდამ, ომის გმირი წვერᲣლვაშა ვაჟკაცი, მიაბარა ადრე მიწას. ტკივილისგან სახე დამჭკნარს ცრემლიც აღარ მოსდის ვფიცავ. ქმარი ადრე მუშაობდა უხაროდა ყველაფერი, ახლა არაფერი დარჩა შვილს გადასცა ყველაფერი. დადის აღმა დადის დაღმა გზა-კვალი აქვს არეული,ალბათ გული ცემას შეწყვეტს დაეცემა ცივ ასფალტზე,მაგრამ რაღაც აძლიერებს რაც მიქელას გეგმებს არღვევს. ცოლი სახლში ელოდება, შვილი კიდევ ყველგან არის, უცბად მოტყდა ეს საწყალი თორე ადრე იყო მარჯვე. ჩაუარა ერთმა კაცმა და წარმოსთქვა ვაი გამჩენს, ლოთი კაცი მიწას დასწყდეს. მან არიცის ამ საბრალოს სატკივარი რარიგ აწევს. თუ რა სევდა ალპობს მის გულს,თუ რა წყლული უხრავს ძარღვებს. მდუმარებით,ქანც გაცლილი კაცი საფლავს უმზერს დღესაც,ყვავილების თაიგული,მოკრეფილი ხას-ხას მინდვრად მიუტანა საფლავის ქვას დაეწაფა,როგორც მოშიებულ მგელს ცხვარი რომ უნდა ლუკმად, აკოცა და რა აკოცა შვილის სულმა იგრძნო სუნთქვა.არა ვეღარ, გაძლებს გული გაგიჟდება კაცი,შემსწრე. გულო გაძელ,გულო გაძელ სახლში ცოლი ელოდება ცოტაც გაძელ,ცოტაც გაძელ ახლა მე გთხოვ შემოქმედო, მაგრამ რავქნათ გრძნობა სხვაა ვერ აღუდგა კაცი მას წინ. ჩაეხუტა შვილის საფლავს და გაუყვა სული ნათელს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი