ეული მიწა
მთის ჭიუხში, შეფიცული ხარის ხვნეშა,გოდება ალმაცერად მომზირალი ბებოს წლები შორდება. არგაცვალო არაფერში შენი გულის წოდება, ფიცს რომ დადებ არ გასტეხო,გული დაგიღონდება არწივი თუ არწივია არ სჭირდება მას ქება ფრთებს რომ გაშლის არემარე იქვე დაუმონდება! მე არამწამს საქართველოს ნასოფლარი სოფლები! მე არამწამს ხავსმოდებულ წელში მოხრილ კოშკები! მიტოვებულ ბავშვივით რომ ჩამომდგარან ობლები. გაიღვიძე საქართველო, ეგ არ გეპატიება ღვთისმშობელს ვთხოვ, დაიფარე რასაც მოვლა სჭირდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი