დილის ლექსი
დილის ლექსი სალამი ქუჩებს, თეთრად ელვარეს და მარტო სალამს კი არ გაკმარებთ, ჩემს გულს ზღვასავით ღრმას და მღელვარეს, ვუძღვნი ვინც დილის თოვლი გაკვალეთ. ვინც შესვით ღვინო ჭიქით, ბოკალით, ვინც გადათელეთ გზები ურვებით, ვინც მაცოცხლა და ვინაც მომკალით, ყველას გეტრფით და გესაუბრებით. სალამი ზამთარს, შვენის ავდარი, სალამი ბარს და მთებს და ახოებს, მე ის მახარებს, რომ ეს ზამთარი, გაზაფხულს უფრო მოგვიახლოებს. ენდი ნემსიწვერიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი