ქართველი ვარ, კავკასიელი
მე მეგრელი ვარ, მე სვანი ვარ, მე ვარ აფხაზი, ასე ვიცხოვრე, გავაგრძელებ კიდეც ამხაზით. მე გურული ვარ, აჭარელი დედით, ნენათი, ჯვარდასმულ პურით ავაშენეთ ერთად გელათი. იმერელი ვარ, რაჭველი ვარ, ლეჩხუმელი ვარ, არ მიტირია, ვმღეროდი და ახლაც ვმღერივარ. ქართლელიცა ვარ, შუა, ქვემო, თუ ზემოელი, ვერ მოესწრები მტერო, რასაც ნატვრით მოელი. მე კახელი ვარ, ხევსური ვარ, ფშაველ-მთიული, მიტომ ვარ ალბათ ძირძველი და მარადიული. მე ჯავახი ვარ, სამცხელი ვარ, ჰოდა მესხი ვარ, ვეფხისტყაოსნად, რუსთაველით განალექსი ვარ. ტყუილად ცდილობთ, დამიმონოთ, გამავლოთ მუსრი, ბოდიში, მაგრამ ვერასოდეს გავხდები რუსი. მხოლოდ ომებში, ბრძოლებით მაქვს ამწვარი ზურგი, ბოდიში, მაგრამ ვერასოდეს გავხდები თურქი. ძმური სალამი უზარმაზარ ევრო-აზიას, იგია ჩემი, რაც უფლისგან ერგო ნაციას. თუ ხარ მოკეთე, მტერი არ ხარ გადამთიელი, მიმიხვდი რაც მსურს - ქართველი ვარ, კავკასიელი. ენდი ნემსიწვერიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი