ბებერი ტანგო


ნოემბრის ცამეტს შენ გამახსენდი.
ოთახში ისმის ბებერი ტანგო.
მე გენდობოდი ჩემს თავზე მეტად,
შენ კიდევ გაქრი — დამტოვე მარტო.

კლავიშებს ხმები ნელ-ნელა სწყდება,
ვეღარ ვიცეკვებთ ამ ღამეს, კარგო.
შევცქერი ეზოს, ყავისფერ ფოთლებს —
თვალს არ ვარიდებ, მსურს დაგინახო.

ვერ ვაპატიებ ნოემბრის ქარებს,
შენი თვალები რომ დამიკარგოს.
ნოტები ისვრის გამომშრალ ბგერებს,
ვუკრავ — არ წყდება ბებერი ტანგო.
სიყვარულიშემოდგომატანგო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

🤩🤩

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი