მარი
თბილისის ქუჩებში უეცრად აცივდა, შეივსო ხალხით და შეივსო ფიქრებით. შენ, ჩემო კარგო, შორს ხომ არ შეგცივდა? ნეტავ, სადა ხარ, ნეტავ, თუ გჭირდები?! მე შენი თითების იმედად დავდივარ, მე შენი მკლავების სითბოთი ვივსები. და ამ ჩვენს ქუჩებშიც, ოხ, როგორ აცივდა, და ამ ჩვენს ქუჩებსაც, ოხ, როგორ ვჭირდებით… მე მახსოვს მზე მხარზე და შენი თვალები, ძვირფასო, ჩვენს ქუჩებს თოვლი არ სცილდება. დამჭკნარ ყვავილებს ვუყურებ, გიხსენებ… ოხ, როგორ გაგიშვი შენ ასე ადვილად?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი