Arām-e Jang


მაგიდაზე, ჩამწვარი ღერის კიდეზე,
შენი კოცნები — თითქოს ეშმაკის ალეგორია.
გულზე წვეთებად დაგექცა, მგონი,
ჩემი სიტყვები,
და აგონია —
აღარ გასვენებს…

ოთახის კუთხეს ავსებს ის კაბა,
პირველ შეხვედრას ფრთებს რომ უშლიდა.
შენი ნაკვთებით ვისწავლე ხატვა,
შენი თითები კვლავ ორჭოფია
სამოთხის კართან…

გარეთ თოვლია, ჩვენს შორის კი მშვიდი ომია.
ამ სიმშვიდეში — ათასი ფიცი,
ათასი ტყვია და… შენი ხელები.
ფანჯარაზე სიყვარულით ამოტვიფრული
ჩვენი გრძნობების მკვეთრი ზოლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი