მონანიება
მე ტახტზე ჯდომით, ვფანტე წამები, დავკარგე თავი განაწამები. ჩემში ნიჭია რაღაც პატარა, რომელიც დედამ რწმენით ატარა, ჩემში ნიჭია მგონი პოეტის, ლექსად რომ ვსახო, წამი მომენტის. ღმერთმა მარგუნა მწიფე გონება, მაგრამ შევქმენი მე მოგონება. მე ვერ შევძელი მართვა გონების, გზას ავცდი, თავად სათნოების, მქონდა შანსი რომ კალმით მემეფა, და ლამაზ სტროფებს იქვე ეყეფა, მე დამიკარგა იმედი მახსოვს, მან დამიკარგა რაც თქვენ არ გახსოვთ, იმედი იყო განსხვავებული, ამიტომ დარჩით გაკვირვებულნი. რომ არ წაგერთვათ ჩემთვის კალამი, ჩემში დაგერჭოთ რითმის ალამი, მე ვიქნებოდი ლექსის მწერალი, და იქროლებდა მუზის მერანი, მაგრამ წამართვით სამიზნე თოფი, ამიტომ მქვია მე ქუჩის ლოთი, თავის მართლებას იქნებ მოეშვათ, და გალიიდან მე გამომიშვათ, რომ ვხატო, ვწერო, კალმით ან ფუნჯით, და დაგიწეროთ ყოველი მუნჯი, რომ ლაპარაკობს მისი თვალებით, და რომ შევიგრძნოდ ის ნაკვალევი, რომელიც მუნჯმა ჩუმად იარა, რომელიც წმინდად, და რწმენით გაიარა. მე გავფლანგე უიმედოდ წამები, და დავკარგე თავი განაწამები, დიახ მე ვარ რაც ვარ ეს ვარ, ყოველ წუთას სითბოს ვთესავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი