შენი ღიმილი
შენი ღიმილით იწყება სამყარო შენი თვალებით შევყურებ დილას ფერად-ფერადად ვხატავ ოცნებას ვერ მოვეშვები იცი? შენს ხილვას ნუთუ ასე ხარ მიუწვდენელი ოცნებებშიც კი რომ მემალები შენთვის ვეძებე ამ ოცნებებში ბრილიანტები, მწვავე ლალები. ჩემს მიდამოში ფეხი რომ დადგი ის ადგილიც კი მოიცვა ვარდმა შემდეგ გაბრუნდი ვარდებიც გაქრა შემოანგრია სხეული დარდმა. და ეს ვარდები გიბრაზდებიან ნახატებს ჰქმნიან წითელ ფურცელზე მათ შეჰქმნეს ერთი ბოლო ნახატი შვილი დახატეს დედის მუცელზე. ყველა გამშორდა, ყველა წავიდა ყველა იმედმა მე გამაცურა დაე გრძნობებმა ღუზა აწია და შენთან ერთად სადღაც გაცურა. ცივი ზამთარი, ცუდი ავდარი თოვლი მეგონე წვიმად ქცეულხარ ცხელი ზაფხული, თან განზრახული მე მზე მეგონე, მთვარედ ქცეულხარ. და ქარს გავყევი ფოთლებთან ერთად მე დავემსაგვსე ხეზე მოწყვეტილს და მაფრიალა მე ქარმა ცივმა გადამატარა მე, ხიდს ჩაწყვეტილს. და ბოლოს თვალებს ცრემლები სცვივა ჩემი თვალები ყველაფერს ამბობს და გეუბნება შენ ერთადერთო, რომ არასოდეს არსად არ დაგთმობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი