...
მე ვარ უბრალო და თავმდაბალი, ბევრს არ ვიყბედებ მარტივად ვიტყვი, უბრალოება ჩემთვის მეფეა და არ გატეხვა არასდროს სიტყვის. არც მდიდარივარ და არც ბატონი, არც არავისთვის მე არ ვმსახურებ, პატივის ცემით, ყველა ქალბატონი, მართლა ვიძახი არასდროს ვხუმრობ. თმებიც შავი მაქვს, თვალები - ცივი, შუბლზე შრამი მაქვს, ბავშობის წამის, ლოყაზე ხალი, ტუჩებზე კვალი, ჩამოვარდნილი გრძელი წამწამის. მიყვარს მე მთები, მიყვარს ბუნება და ხეტიალი მარტო ამ მთებში, მაგრამ სულ თან მდევს ჩუმი გუნება, ჩავისუნთქავ და ვიშლები მხრებში. მოკლედ გიამბეთ, წვრილმანი ჩემზე ალბათ იცინებთ, ალბათ მოილხენთ თვალი შეავლეთ თქვენ თავზე თქვენს მზეს, და მზეს უმღერეთ, გული-გულს, ხელი-ხელს. არც ანგელოზი ვარ და არც ლიდერი, არც სიკვდილი ვარ, თეთრ ცხენზე მჯდომი, არც გვირგვინი მაქვს, არც ტახტი მეფის, მე ღირსება მაქვს, თქვენს გვერდზე დგომის. ტატო ბერიაშვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი