....
გზად, მოქარგული კედლის ძირში რაღაც დავწერე, გადამტვერილი ნისლებია ჩემს თვალ წინ თითქოს, ფერად ფანქრებით ნაბღაჯნ ტილოს ხაზი გავუსვი, და ყველაფერი რაც გამაჩნია სიყვარულს ითხოვს. ოღონდ შენს სიყვარულს, მხოლოდ შენს სიყვარულს, რადგან შენი დღეა, ვარდნი იყვავილებს, რადგან შენი დღეა, და მეც გავიხარებ, რატო გავიხარებ? დღეს ხო შენი დღეა. ახლოს არა ვარ, რომ მე თვითონ გაჩუქო ლექსი, მაგრამ ჩიტები, ბევრი ჩიტი მიცნობს დღეიდან, მათ გამოვატან მხოლოდ შენთვის მაგრამ იცოდე, ულევ სიყვარულს დავაწებებ ამ ლექს ზევიდან. ნამწვარ დღეებს რომ აფერადებს შენი ღიმილი, ქარებიც კი უჩვეულოდ დაგიფრთხებიან, მინდა ვაბრუნო ამ რითმებით ჩემი წისქვილი, შენ და შენს ღიმილის ერთნაირაფ მოგიხდებიან. მოკლედ გილოცავ, ჯერ ადრეა მაგრამ მაინც გილოცავ, ეს შენი დღეა და სავსეა შენი ფერებით, გადაღლილია მოღუბლული ზეცა ტირილით, გადაღლილია ყვითელი მზე შენზე ფერებით. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი