ეგო


ეგომ მომიკლა მე ხელოვნება
არც სიყვარული, და დამრჩა ვნება
ჭეშმარიტება წაიღო თან და 
დამრჩა ტყული და ჩემი ნება

ასე ინება, იქნებ ზევიდან.
იქნებ დამიცვა ბოროტებისგან
იქნებ სიკეთე არის სიცრუე
ბოროტებაა ჭეშმარიტება

მხოლოდ მიზანი, არცერთი გრძნობა
მეტი გონება ნაკლები ნდობა
ის გვავიწყდება რომ ეს მიზანი
ოდესღაც იყო უბრალო გრძნობა

სიბნელე ირგვლივ, ოთახში მარტო
მუსიკა წყდება სიჩუმე ფართო 
თავი ტრიალებს ბევრ რამეს ამბობს
რთულია ფიქრები რო მიმოფანტო

სინათლე ჩნდება სახესთან ახლოს 
სახის ღიმილი ყველაფერს ამბობს
ინთება ორჯერ სიჩუმე ქრება 
ვხსნი და ყველაფერს ხმამაღლა ამბობს

ორი ბებერი, არაყის სუნი
თვალში სიკეთე, სახეზე წვერი
იცვლება მზერა,იცვლება სახე
თვალს არიდებენ როცა ის მღერის

ის მხოლოდ მღერის, ითხოვს არაფერს
ბრბო იხიბლება როცა განაგებს
ლურჯი წერტილი სერ ამინდებში
ბრბო ფიქრობს, მაგრამ ფიქრობს არაფერს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი