მდუმარე


ძაღლის ყეფა და სიცარიელე
სინათლე ამხელს მალულ იერებს
სინათლე მუდამ ზეციდან მოდის
ზეცას სიმართლე გააძლიერებს

მინდვრის ყვავილი, ვინსტონის კვამლი
ზევიდან სპილო საათი გარბის
ცამეტი ჭიქა, შუშა, ფარდები
უძილო სახით დილას ვბარდები

სამასი გვერდი, ოთხასი რილსი
ათასი გოგო,მდუმარე პრინცი
პრინციპი არის და ძილი არა
არგამომივა მე ზუსტად ვიცი

დროში დავიწვი,დამეწყო ადრე
ჩემი აზრები გარეთ გავფანტე
სასმლის სუნიან,რჩევას არვიღებ
უგუნურ უფროსს როგორ ვაკადრე

გზაზე, რომელსაც არსად მივყავარ
გზის ბოლოს ვითომ დამხვდება ტკბილი
მომიწევს რთული გზით სიარული
ვივლი, არმინდა არცერთი ძილი

ვწერ და სტროფები აღარ ჩერდება
აზრები მომდის გარეშე ფიქრის
მივხვდი გრძნობებით ამევსო თავი
ამიტომ ვცდილობ გავფანტო ირგვლივ

წყეული მწერი, და მაქვს იარა
წყეულ მწერთან მან ბევრი იარა        წყეულმა მწერმა არ დაიზარა
მეძინოს უნდა - თვლემს მაღვიძარა

ფსიქოთერაპევტს დააქვს მისია
რადგან წაართვეს ის რაც მისია
ბოროტი ძრახვა, რომ გაიკრახა
მას შემდეგ, დღემდე დუმს ალისია

ტრამვებით სავსე მხატვარი ქალი
სარკე,სიბნელე და ორი თვალი
დანა სიცილი 6 გასროლა
ერთი ჭერს მოხვდა და ხუთი თავი

ნემსი ვენაში,დღიური ხატში
მგონი შერიფი ხვდება ყველაფერს
ტყვია გავარდა და მოხვდა თავში
აწ გვიანია ვერ ცვლი ვერაფერს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი