სიბნელის ბოდვა


მთვარე, ღამე და სინათლე თვალწინ
მხოლოდ დარდია, რატომ არ მაწვიმს
ჩაფიქრებული ვუყურებ ნაწვიმს
ვცურავ, მაგრამ ვერ მივაღწევ ნაპირს

გული, იმ ზუსტ დროს დაანთებს სანთელს
ვერცერთი სიტყვა რომ ვერ გაამხელს
გული მიცურავს და ეძებს ნათელს
გული ყოველთვის სიმართლეს ამხელს

ბნელა, მაგრამ არს ნამდვილი სახე,
ვამაყობ იმით რომ გამოვნახე
მე ნამდვილი ვარ არავარ მახე
შენ კართან ვარ მე და გამო მნახე

ბნელა, მაგრამ მე სიმართლე მინდა
ის ერთი მინდა რომ გაირინდა
მახსოვს ის ღამე ცოდვა რომ წვიმდა
წვიმამ სიმართლით თმა გაიწმინდა

წვიმდა, მე ყველა წვეთი დამეცა
ვერ ავირიდე ვერცერთი ცოდვა
არგეგონოთ რომ ლექსში აზრი დევს
ამ ლექსს ვუწოდე სიბნელის ბოდვა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი