ტატო ჩანგელია

პოეტი

● last_activity 6 დღის წინ
გვერდი შექმნილია 2026 წლის 03 თებერვლას
ტატო ჩანგელია (დ. 1998) პოეტი, მთარგმნელი და ხელოვნების თეორეტიკოსია, რომლის მოღვაწეობაც თანაბრად მოიცავს შემოქმედებით და აკადემიურ საქმიანობას. 2017 წლიდან სათავეში უდგას ელექტრონულ ჟურნალ „სიტყვებს“, მისი ლექსები, სტატიები და თარგმანები კი რეგულარულად იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. 2025 წელს მიენიჭა თუმანიშვილის ფონდის პრემია წლის საუკეთესო თარგმნილი პიესისთვის. შეადგინა და გამოსცა ქართული დადაისტურ-ფუტურისტული ლექსების ანთოლოგია - "H2SO4 და სხვა";. მუშაობს ლიტერატურის გავრცელების არატრადიციულ ფორმებზე - პერიოდულად ავრცელებს საავტორო ექსპერიმენტულ გამოცემას - "ფაქტი". პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს მოდერნისტული ხელოვნების შესახებ. არის "მსოფლიო თეატრის ისტორიის“ (V ტომი) სახელმძღვანელოს თანაავტორი.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი