საუცხოო სიყვარული
სამყარო ჩვენ იმდენად დიდი გვეჩვენება, გვგონია მთელი ცხოვრება რომ ვიმოგზაროთ, საწადელ მიზანს ვერ მივაღწევთ, მაგრამ არსებობს რამოდენიმე მთის იქეთ, პატარა, ლამაზი სოფელი, რომელშიც საუცხოო ისტორია დაიწერა და ვიღაცამ საუცხოო სიყვარული შექმნა. სიყვარული, რომელიც ხან ღიმილისმომგვრელი იყო და ხანაც ცრემლის. ელისე იმდენად გადაღლილი იყო, ძილშიც ვერ ისვენებდა. როცა ტანჯული თვალები დახუჭა და ძილმა ჩუმად მოიტაცა, რაღაც საუცხოომ გააღვიძა. საწოლზე წამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო. ელისეს ფიქრები იმდენად არეული იყო, ჭკუიდან შეშლიდა ადამიანს. ის მარტო ცხოვრობდა სახლში, თუმცა მარტო არასდროს იყო. სულ გრძნობდა მისი საუცხოო სიყვარული როგორ დაძრომიალობდა კედლებში და მის ფიქრებს ჭამდა, (ელისეს საუცხოო სიყვარულს ელი ერქვა.) ფიქრებს, რომლებსაც არაამქვეყნიური ძალა ჰქონდა, ფიქრებს, რომელსაც შეეძლო ადამიანი ცოცხლად შეეჭამა. როცა ელისე აღელვებული თვალებიდან ძილს იშორებდა და ახალი დღე ელოდა, უმძაფრეს სუნამოს ისხავდა, იმიტომ რომ მისი ფიქრების სუნი არავის გაეგო. ელისე ყოველ საღამოს მაგიდასთან ორ სანთელს ანთებდა და ორ საფენს დებდა სკამთან. მისი სული იმდენად დიდი იყო ადამიანებს მისი არ ესმოდათ. ელისეს სიყვარული შეუძლებელი იყო, რადგან როდესაც მას უყურებდით ხედავდით უსასრულობას. უსასრულობას, რომელიც განათებული იყო. გარშემო ყაყაჩოებით მოფენილი მიწა და მზე. მზე, რომელსაც შეეძლო ხელის გულზე მოფენილიყო და თავისი აღუწერელი სხივები შენს ტანზე დაეფინა. ყოველ საღამოს უყვარდა წყაროზე კოკით ჩასვლა. როდესაც დამტვრეულ მაჯებში წყალს ჩაიგუბებდა და ნაოფლარ სახეზე შეისხავდა, ეჩვენებოდა რომ მისი საუცხოო სიყვარული ელი უკნიდან კოკას აწვდიდა და ლამაზად მღეროდა. მღეროდა, თუ როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ბედნიერება და როგორ უნდა იყოს ის, როგორიც უნდა რომ იყოს. ელი სხვანაირი იყო. ის გამუდმებით იღიმოდა და ზრუნავდა ელისზე, თუმცა ელისეს ელის ეშინოდა, რადგან ისიც მისნაირი დიდსულოვანი იყო. ელი ელისეს ფიქრებში ხშირად იყო. მაგრამ რეალურად არავინ იცოდა სად იყო ელი. მხოლოდ ელისეს შეეძლო მისი მოძებნა, რადგან ამ გზას ჩვეულებრივი ადამიანები ვერ გაივლიდნენ, რადგან ეს საუცხოო გზა იყო. მზე მთებზე გადაიჭიმა და მეორე მთიდან მთვარემ ცივად გაუღიმა სოფელს. ელისე მინდვრიდან გადაღლილი მოვიდა, მაგიდა გააწყო და როგორც ყოველთვის ორი სანთელი აანთო. მაგრამ ფიქრებში ელი ვერ იგრძნო ელისემ. შეშფოთდა. გაკვირვებულმა კედელს მიუყურადა და გულმა ძაგძაგი დაუწყო. არ არის ელი! - გაიფიქრა და ჩამოწურული სახით კედელს მიეყუდა. სახლში სიცარიელე იყო. ვარსკვლავის სინათლე ტრიალდებდა და შემდეგ უფრო მძაფრი სინათლე დატრიალდა, ელისე წამოდგა და უსასრულოდ კეთილ გულში გაიფიქრა: - ეს ელია. და მართლაც რომ ეს ელი იყო. ელის სურნელმა თვალდახუჭული ელისე სადღაც წაიყვანა და როდესაც გამომშრალ თვალში რაღაც იგრძნო ელისემ, გაახილა თვალები და გაბზარული შენობა დაინახა. -ეს რა ადგილია? - ელისე, ეს ის ადგილია საიდანაც ჩვენი საუცხოო სიყვარული დაიწყო. -ეს არ გავს იმ ადგილს ელი. -ყველაფერი შეიცვალა, რაც ეს ადგილი მივატოვეთ, ყველაფერი შეიცვალა. -შიგნით შემოდი. უთხრა ელიმ სულშეკუმშულ ელისეს. - არ შემიძლია. ელისე ისეთი შეშინებული იყო, რომ გენახათ ადამიანზე შთაბეჭდილებას შეიცვლიდით. - ელისე, შენ უნდა შემოხვიდე და იპოვი გზას, რომელიც ჩემთან მოგიყვას. ელისეს ფეხებში შიშის გრძნობამ დაუარა, როგორც ჩვილ ხბოს ფეხები აუკანკალდა, თავბრუ დაეხვა და გადამწვანებულ ბალახზე დაეცა. წაუღიტინა ფიქრმა, რომელშიც მხოლოდ ელი იყო და სხვა არავინ. ელისეს ელი სჭირდებოდა. ელისემ ძალა მოიკრიბა, მას ხის ტოტი მიეშველა რომ წამომდგარიყო და ქვით ნაგებ ბილიკს გაუყვა. მას ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ ადამიანი მაშინ არის ძლიერი, როდესაც საკუთარ თავს ამარცხებს! ეს შეძლო ელისემ და სახლში შევიდა. შეათვალიერა ძირძველი სახლი და შენიშნა თუ როგორ ეკიდა კედლის კუთხეებში ელის ფოტოები. - ელისე შენ შენს ფიქრებში ხარ. - უთხრა ელიმ. - არა, ეს ის ადგილია საიდანაც ჩვენი საუცხოო სიყვარული დაიწყო. - სწორედ შენი ფიქრებიდან დაიწყო ჩვენი საუცხოო სიყვარული. ელისეს გონება ათას რაღაცაზე ფიქრობდა ერთად. დაწყო ტრიალი. დამტვრეული მაჯები თავზე შემოიწყო და მიხვდა რომ, ეს მისი ფიქრებია და მიხვდა რომ მას შეუძლია ეს ფიქრები რეალობად აქციოს. მაგრამ მერე საოცარი კითხვა გაუჩნდა.. -ეს ფიქრები რომ რეალობად იქცეს, ნუთუ კვლავ ასეთი ლამაზი იქნება? დაუსვა საკუთარ თავს ეს შეკითხვა და სამყაროს დაუბრუნდა. სამყაროს, რომელიც მას არ უყვარდა. მიაბიჯა თავის ქოხს, სადაც წვიმის დროს ჩრდილოეთ კუთხიდან წყალი წვეთავდა. ელისეს თუ ეძინა შუბლზე ეცემოდა წვეთები და ძლივს ჩაძინებულს აღვიძებდა. საწოლის პირდაპირ ფიცარზე ორი ნახვრეტი იყო. როცა ელისე წერდა ან კითხულობდა, ხშირად იყურებოდა, იქნებ ელის სინათლე დავინახოო. მაგრამ ელის არსი იმაში იყო, რომ მაშინ ჩნდებოდა როცა ელისე არ ელოდა მას. ელისემ კოკა აიღო და წყაროზე ნელი ნაბიჯებით გაეშურა. წყაროზე იმხელა რიგი იყო თითქოს ვიღაც სიყვარულს არიგებდა უფასოდო. ცოტა ხანი ელოდა ელისე ლოდზე ჩამომჯდარი და შემდეგ გაახსენდა, რომ მას საუცხოო სიყვარული გააჩნდა. სიყვარული, რომლის არსს დედამიწის ზურგზე ვერავინ წარმოიდგენდა. ელისემ საღამოს ცხენი მოამზადა, დილით ფარა უნდა გაერეკა. დაწვა და თავი ძილს მიანდო, მაგრამ ღრიჭოდან ისეთმა ნიავმა დაუბერა, თითქოს მღელვარე ზღვიდან მხოლოდ მისთვის წამოიღო ბუნებამ. ფეხის თითებზე ისე დაჰკრა ნიავმა სულში ეამა. ძილში ისე ვერ ისვენებდა, თითქოს ლაშქარი მოსდევს და თვითონ უყველაფრო გამორბის უკანო. როგორც იქნა გათენდა და ელისემ მზადება დაიწყო. თავისი დახეული ჩანთა გახსნა და შიგ საგზალი ჩაილაგა. შეიძლება გასაკვირიც იყოს და ელის სურათიც, რომელიც თავისი ფიქრებიდან წამოიღო. ცხენს მოაჯდა და ბოსლისკენ გაიქცა. ცხენს თეთრა ერქვა. როგორც კი უკნიდან მიუახლოვდა ბოსელს ზუსტად ისეთი ნიავი მოეფინა ოფლიან კისერზე, როგორიც წუხელ. თავი მიატრიალა და მხოლოდ ამტვერებული გზა დაინახა, რომელიც თეთრამ აამტვერა. ბოსლის კარები გააღო და ფარას თვალებით ანიშნა რომ საბალახოდ წასულიყვნენ. ნახევარი გზა გაიარეს. ელისე იმდენად ადამიანი იყო, ცხენიდან გადმოხტა და თეთრას დასვენება შესთავაზა. როცა ავიდნენ მთაზე და ცხვრებმა ბალახობა დაიწყეს, იქეთ მეცხვარე ძაღლები თამაშობდნენ. თეთრაც წყალზე იყო. ელისემ უფლება მისცა საკუთარ თავს ცოტა ხანი წამოწოლიყო და თვალი დაესვენა. რამოდენიმე წამი ელისე უყველაფროდ იყო, მაგრამ ფიქრებმა უძილო ნახეს და გულის არეში გაჰკრეს. ამ დროს მონატრებული ელი შეუჩნდა სხეულში და რამოდენიმე წუთი ისეთი სინათლე იყო უღრანებსაც კი გაანათებდა. ეს ორი ერთ სხეულში იყო სამყაროს ხელმეორედ დაბადება. ჩამოწოლილ ნისლებს ებრძოდა ელისე. თეთრაც კი არ ჩანდა ისეთი ნისლი იყო მთაზე. ენაგადმოყრილი ძაღლები ცხვრის ფარაში აირივნენ და დარაჯობდნენ ცხვრებს. ორი ლუკმა გატეხა ელისემ. ის იმდენად ერთგული იყო მთაშიც ჰქონდა წაღებული ის ორი სანთელი, რომელსაც ყოველ საღამოს ანთებდა. როცა ცხვარი ჩამორეკა და სახლში დაბრუნდა, თეთრას თივა დაუყარა და რამოდენიმე წუთი მოეფერა. იმდენად თბილი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ელიმ ვეღარ მოითმინდა და ისევ აღმოცენდა ელისის წინ. მან სთხოვა რომ თეთრათი გაესეირნათ. ელისემ კოკა აიღო, ელი შემოსვა ცხენზე, თვითონ უკან მოუჯდა და წყაროსკენ წავიდნენ. დამტვრეულ მაჯებში წყალი ჩაიგუბა ელისემ და ნაოფლარი სახე ჩამოიბანა. ყური დაუგდო ელის ღიღინს. ელის ღვთაებრივი ხმა ჰქონდა. როდესაც ელი მღეროდა, ელისე ფიქრების იქეთ იწყებდა მოგზაურობას, სადაც ელისე და ელი ხელჩაკიდულნი მირბიან ყაყაჩოებით გადავსებულ მიწაზე და უკან ტოვებენ ყველაფერს, რაც საჭიროა რომ დატოვონ. მაგრამ ელისე წუხს თავის შიშზე, თავისი ულამაზესი ფიქრები რეალობად რომ იქცეს, კვლავ იქნება ასეთი ლამაზი? ელის ეჭვები არ უყვარს და ტოვებს მას. ელისემ თავისი ქოხის წინ ააშენა კედელი, სადაც ელის ყოველ გამობრწყინებას წერს. ის ისეთი ლამაზია, დედამიწის ზურგზე ვერავინ წარმოიდგენს. -ელისე სახლში წასვლის დროა. უთხრა ელიმ ელისეს. -მინდა რომ ეს წუთები სამუდამოდ გაიწელოს. -შენ შეგიძლია ეს წუთები სამუდამოდ გაწელო, უბრალოდ გეშინია ამის. თვალებამღვრეულმა ელიმ ელისეს ეს სიტყვები უთხრა და წავიდა... თეთრასაც კი ცრემლები წამოუვიდა. ელისე სახლის გზას გამოუყვა და კედელზე ელის გამობრწყინება დაწერა, სასწაულად ლამაზად. ელისემ ორი სანთელი აანთო, ლუკმა გატეხა და თავი ძლის მიანდო. ელისე ძილმა მოიტაცა თუ არა, ელისეს თავი ძილს ფიქრებმა მოსტაცეს. ფიქრებისგან ნაწამებ ელისეს ჩაეძინა. გათენდა, ელისემ თავდადებით იკითხა კედელზე ელის გამობრწყინებები და იპოვა გზა, გზა რომელიც ელისთან მიდიოდა. როდესაც სამყარომ ცოტა ხნით ელისეს და ელის საუცხოო ისტორია მიივიწყა, ამასობაში ელისეს სახეზე ნაოჭები გაუჩნდა, მუხლებში წყალი ჩაუდგა და წელიც ძალიან ხშირად აწუხებდა. თმა გაუთეთრდა და სახეზე თითო ოროლა მონაცისფრო წვერი ემჩნეოდა. ელისეს ქოხსაც დაულპა საძირკველი და მისი ნაოჭიანი ხელებით გულმოდგინედ ცდილობდა გაემაგრებინა იგი. ელი ოცდახუთი წელია არ გამოჩენილა ელისეს ყოველდღიურობაში. რაღაც ფიქრი გაუელვებდა, მაგრამ სამყარომ იმდენად მიივიწყა მათი საუცხოო სიყვარულის ისტორია, რომ მოგონებების კედელს ხავსიც კი მოედო. ელისეს საწყალი თვალებიდან ცრემლები ჩამწკრივებულად მოდიოდნენ ნაკადულივით და მის ხელის გულზე ეცემოდა როგორც დანისლული წვიმა, რომელიც ცხრამთას იქეთ წვიმს, როდესაც ადამიანი მოწყენილია. ელისე დასუსტდა. იმის თავიც კი აღარ ჰქონდა, რომ წყაროდან კოკით წყალი ამოეტანა. ეს ხომ მისი ყოველდღიურობის ყველაზე ლამაზი ნაწილი იყო, ელის შემდეგ. ელისეს გული ბავშვური იყო. ყოველთვის სჭირდებოდა რომ ყურადღება გამოეჩინა ვინმეს მის მიმართ, მაგრამ ადამიანებს არ ესმოდათ მისი, თეთრაც აღარ ჰყავდა. აღარც ფარას მწყემსდა და აღარც მეორე სანთელს არ ანთებდა ხოლმე მაგიდასთან. სამყარომ იგი იმდენად მიივიწყა, რომ აღარანაირი არაფერი აღარ შემორჩა მას. მაგრამ სამყარომ ახალგაზრდობას დაუთმო დრო. ახალგაზრდობას, რომელმაც ამ სამყაროს წინაშე ჩაიდინა ზედმეტად ბევრი ცოდვა, რომ მათი აზრით, აქ სიყვარულზე ძვირფასი სხვა რამ იყო. სამყარომ კვლავ გამოიხედა ელისეს საუცხოო სიყვარულისკენ და თქვა: - ადამიანი, რომელსაც მუდამ თან სდევს უსაზღვროდ დიდი და მოუწვდენელი სიყვარული, ის ყოველთვის მარტოა და მას ყოველთვის აღშფოთებული თვალები აქვს. ამ დროს ელისე ეზოში სიმინდს თოხნიდა, ცა ჩამოიქცა უცბად. ისე გაწვიმდა თითქოს ზეცაში ანგელოზთა მთელი დასი ტიროდა. ელისეს ფეხი დაუცდა ტალახში და მისი ჭაღარა თმა უცბად გაშავდა. გულაღმა იწვა და თქეში წვიმით ევსებოდა თვალები. თვალები, რომელშიც უზომოდ ბევრი ცრემლი იყო. წვიმა და ცრემლი ერთმანეთში ირეოდა და ჩასდევდა ელისეს მოხუც სხეულს. უცბად, ელისეს დამსკდარი ტუჩები მაღლა აიწია და ბედნიერებისგან სიცილი დაიწყო. -ამდენი წლის შემდეგ მე შენ ისევ მიყვარხარ ელის. ქვითინით და გულწრფელად უთხრა ელისემ მას. -სად იყავი ამდენ ხანს? -ღმერთთან ელისე, ღმერთთან. ელისე გაოცდა და ყბაჩამოგდებულმა ჰკითხა: -რა გინდოდა ღმერთთან? -მე მას შენზე ველაპარაკე ელისე. მე მას ჩვენი საუცხოო სიყვარულზე მოვუყევი. ღმერთის ცრემლები ვნახე ელისე, ამ ისტორიის შემდეგ. -კი მაგრამ, ეს ყველაფერი ღმერთმა ისედაც ხომ იცოდა? - ღმერთმა ეს ყველაფერი სხვანაირად იცოდა და სწორედ ამიტომ არის ჩვენი სიყვარული საუცხოო. -მერე, რაო ღმერთმა? -თუ მართლა მასეთი სიყვარული გაქვთ, მოდი, ცოტა ხანი ჩემთან დარჩი და ვნახოთ ელისეს კიდევ თუ ეყვარებიო. ..... დადუმდა ელისე, თავისი ნაოჭიანი ხელი ჩაჰკიდა ელის, აკოცა და ცრემლები ვერ შეიკავა.. -ელისე, ხომ კიდე გიყვარვარ? - სამყაროზე მეტად ელის! სამყაროზე მეტად! ღმერთამდე მიყვარხარ ელის! ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო, მართლაც ღმერთამდე იყო ეს სიყვარული. სიყვარული, რომლის გარეშეც ვერ ისუნთქებ. და დადგა დღე როდესაც ელისეს სულიც აპირებდა ღმერთთან ასვლას, ის ძალიან მოხუცდა. მივიდა ღმერთამდე თავისი საუცხოო სიყვარულით და ღმერთის კალთაზე თავი მორცხვად დადო. ღმერთმა მას უთხრა -მე შენ დაგბადებ თავიდან ოდესმე, რომ ეს უსასრულო სიყვარული გაუზიარო და ასწავლო ხალხს! ელისეს ცრემლებით დასველდა ღმერთის წმინდა ფეხები. და სამოთხის კარიბჭესთან მას ელი დახვდა. საუცოო სამყაროში - საუცხოო სიყვარულით. ღმერთამდე სიყვარულით აღსავსე წყვილი, რომელნიც დაჯილდოვდნენ ღმერთამდე სიყვარულისთვის. ელისე და ელისი. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი