....


ძალიან ბევრი და ძალიან სხვადასხვა სტილის ადამიანები არსებობენ ამ შავ-თეთრ სამყაროში,
მაგრამ მე მაინც იმ სტილს გამოვარჩევდი რომელიც ჯერ არც კი არსებობს. დღეში ასი ადამიანი მაინც მიყურებს სახეზე და ყველას უკვირს რატო მაქვს ლოყები  გაწითლებული ყოველი ამოსუნთქვის დროს, და რატომ მეტყობა მკერდზე გულის ფეთქვა.
ძალიან მინდა ახლა ადამიანს ველაპარაკებოდე, მაგრამ ეს იმდენად რთულია წარმოდგენაც მზარავს, ამიტომ ისევ კალამი და ისევ ის ფურცელი რომელიც დაბადებიდან აქამდე მომაყოლა ყოველდღიურობამ. როდესაც ადამიანი იზრდება ავლენს საკუთარ თავში ქმედებებს, ნიჭს, ყოველდღე ახალ რაღაცას, მე კი დავაკვირდი და იმდენად არ შემიძლია სიყვარულის გარეშე თუ რაიმეს ამ ვინმეს არ ვაგრძნობინე რომ მიყვარს ის დღე წაგებულად მიმაჩნია. მე არ მაქვს კონკრეტულ სიყვარულზე საუბარი იმიტომ რომ იმ  კონკრეტული სიყვარულის გადმოცემა შეუძლებელია, და იმის ახსნაც შეუძლებელია თუ როგორ ვარ მე როდესაც იმ ადამიანს ვუყურებ ვისი თვალებიც უმოწყალოდ მიყვარს.
მე არ ვიცნობ ადამიანებს.
ამიტომ არ ვიცი ვის როგორ შეუძლია ეს ყველაფერი.
მაგრამ თვალები ყოველთვის ამბობენ სათქმელს.
როდესაც ადამიამის თვალები ამომღვრეულია როცა მე მას ვუყურებ და მზის სხივებს ირეკლავს
მისი თვალები მიჩნდება სურვილი რომ მე მას ვუთხრა, ვუთხრა რომ ნეტავ ხედავდე ახლა შენს თვალში მზის ანარეკლს ის ულამაზესია, ის იმდენად ლამაზია წამები ჩერდებიან და გაცდიან რომ ეს აუხნსელი რაღაც უფრო ახლოს ამყოფო შენს სიყვარულთან.
საოცარია როდესაც ყვავილი გიყვარს და ეს ყვავილი სწორედ შენი სიყვარულის გამო იზრდება.
ყველაფერი საოცარია რაც სიყვარულს ეხება.
იმაზეც მიფიქრია თუ საჭირო იქნება სიყვარულისთვის თავგანწირვა, დაე ჩაებაროს ჩემი სული ღმერთს, თვითონ ღმერთს რომელიც სიყვარულის დასაწყისია, და შემდეგ დასასრული ამ წუთისოფელში.
მე მჯერა მარადიული სიყვარულის.



















მე მჯერა მარადიული სიყვარულის.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი