მამიდას ხსოვნას


ნუ ზოგჯერ ასეც ხდება, არსებობს წუთები, და მომენტები, რომლებსაც ვერასდროს გავექცევით.
წუთები, რომლებიც ცოცხლად გვჭამენ.
მაგრამ ასეთ საშინელ მომენტს ერთი დასაფიქრებელი რაღაც აქვს, შენს გარშემო ნამდვილი ადამიანებს დაინახავ, კი არსებობს დღეები, ღამეები, რომელიც სიბნელეს შეგვაჩვევს, რომელიც თავს არ დაგანებებს სანამ სული არ დაგვეწვება. მანამდე გაწამებს სანამ სარკეში შენი თავის ნაცვლად სხვა არსებას არ დაინახავ. ეს როგორ წარმოგიდგენიათ? 
გირჩევნიათ სარკეში დემონი დაინახოთ თუ ანგელოზი?
მე ანგელოზს ავირჩევ რადგან მას ღმერთი უსმენს.
შეიძლება ვისურვო რომ ანგელოზი ვიყო, მაგრამ რაც არუნდა მოხდეს ჩემს ბეჭებზე ფრთებს ვერ ვხედავ.
სწორედ ასეთი დღე მქონდა, არა და რომ გავიღვიძე ყველაფერი რიგზე იყო, როგორც ყოველთვის სევდიანი წავედი სკოლაში. მაგრამ ყველაზე რთული იცით რა არის? ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ამბავი მოხდებოდა. სიმართლეს ვიტყვი რომ, დღეს უჩვეულოდ ცოტა ვიმხიარულე, მაგრამ დღე ისე არ ჩაივლის რამემ თუ არ გამაწამა.
და მაცნობეს ამბავი, ამბავი რომელმაც მტკივნეუკად გამიღიმა. გავშეშდი. რამოდენიმე წამით სხვა სამყაროში ვიმოგზაურე, ყველაფერი ისეთი ნამდვილი იყო და მოულოდნელი, რომ თითქოს წინასწარ, სამყაროს შექმნამდე იყო დაგეგმილი. უეცრად გული ისე გამეხლიჩა თითქოს შიგნიდან, უსახლკარო მხედარმა თავისი ახლად ალესილი ხმალი, დაუნდობლად მიბოძა. ვიგრძენი რომ შინაგანად სისხლი ჩამექცა, და სანამ შემზარავი ღამეები ჩემს სისხლს წმენდავენ, მანამ გონს მოვდივარ, და ვხვდები რომ, გაქცევა მიწევს ამ ფიქრებისაგან. ხელები ისე მიკანკალებს ვერ ვიმორჩილებ, თითქოს ჩემს სხეულს ეს ყველაფერი ეჩვენება, მაგრამ სიმართლეს ვერ გაურბის.
და საბოლოოდ, ამ სასტიკი მოგზაურობის შემდეგ, მივხვდი რომ რეალობაა ეს ყელაფერი. და მას ვერასდროს, ვერსად ვერ გავექცევი. არასდროს მეშინოდა არაფრის, განსაკუთრებით ღამეების, მაგრამ დღეს იმდენად შევშინდი, თვალებს რომ ვხუჭავ ვგრძნობ რომ ისევ იმ სასტიკ სამყაროში ვმოგზაურობ...
სამყაროში, სადაც შეიძლება ანგრლოზი ვიგო მაგრამ გაფრენა არ შემეძლოს.

ტ.ბერიაშვილი
8 დეკმებერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი