მე მინდა დღესაც მოვიდეს თოვლი...


მე სანამ შენში სიკვდილი მინდა,
ისევ ვიპარავ უფერო დღეებს,
საცაა მოთოვს მომწერეს ციდან,
ვათავისუფლებ ჩემიდან ტყვეებს.

და ვარსკვლავები გავაქრე წუხელ,
მაგრამ წუხილის იყო წუთები,
მე ხომ სიყვარულს თვალებში ვუმზერ,
მე ხომ ამ გრძნობას მივეკუთვნები!

მაგრამ რატომღაც ფერების ფერი,
ცისარტყელაში ხუნდება თითქოს,
მე მინდა დღესაც მოვიდეს თოვლი,
და სადაც არ ვარ რატომღაც იქ თოვს.

აქ სიყვარულით სავსეა ზეცა
ჩემი თვალები აფრქვევენ სითბოს,
მე მინდა დღესაც მოვიდეს თოვლი,
და სადაც არვარ, მემგონი იქ თოვს!

რატომღაც მინდა დალევა დღესაც,
ჩემი ფიქრები, გონებას მითრობს,
მე მინდა დღესაც მოვიდეს თოვლი,
და სადაც არ ვარ, დიახაც! იქ თოვს...

ტატო ბერიაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი