ეს ქუჩის წვიმა...
ეს ქუჩის წვიმა, მაწვიმს და ვხვდები რომ უჩვეულოდ გარბის დღეები, და სიცივისგან უეცრად ვკრთები. ეს თეთრი თოვლი... მოდის და მათოვს, არც კი სრცხვენია ჩემი დანახვის, ამ სიბნელეში მე ვხედავ მნათობს. მისკენ მივდივარდა გზებს დავნატრი და ეს ფოთლები... მოხეტიალე მაგრამ თან სველი, ამ სიბნელეში ღელავს სანთელი, ჩემი თვალები ჩამომდის ღვენთად, და ეს თუ მიღირს ჩემს სისხლის წვეთად. მაშინ მივწვდები, მივწვდები მწვერვალს, ვიცი რომ ვიკვლებ მე ბევრ რაღაცას მაგრამ რატომღაც არ ვგავარ მკვლევარს. და ეს ქარები, მიუკარები. შემზარავ ღამეს აშინებს იგი, მინდა ნამდვილმა ხალხმა გამიცნოს და აქ ყალბების გროდება რიგი. და ველოდები... მე თავად ლოდინს, მინდა მოვიდეს ბედნიერება. მაგრამ რატომღაც ის აღარ მოდის. როგორც წისქვილი, მე ველოდები ქარებს ბრუნვისას, ნუ თუ იღლებით და ბოროტდებით ჩემზე ზრუნვისას. და ეს წესია, ცა რა დღეშია. ისევ ეს წვიმა, მაწვიმს და ვხვდები რომ უჩეულოდ გარბის დღეები, და სიცივისგან უეცრად ვკრთები. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი