დღეები
დღეები უსინათლოდ ნათელში იწვის გზა არეული ცხოველები მორბიან ტყიდან, რამდენი დღეები დაღამდა რისთვის, რამდენი მტვერი ჩამოწვა კლდიდან. რამდენი ვიღაც იყო გავლილი, რამდენ ვიღაცას ცრემლი სდიოდა, რამდენ ვიღაცას ეს სიყვარული, მდინარის მსგავსად ჩამოსდიოდა. ზოგი გაგირბის, ზოგი წუხდება, ზოგს ძილი უნდა და არ იძინებს, და ნაჩუქარი რაღაც ჩუქდება, ამას არავინ აღარ იძიებს. დღეები გადის და ის იცვლება, და ჩვენც მის მსგავსად ვბნელდებით დღესაც, და თუ არ გვინდა გავიგოთ ფასი, ნუღარ ვაწუხებთ ამ მნათობ მზესაც. არ დაიღალეთ?! მე დავიღალე. მიქრის დღეები და მეც ვიცვლები, იქნებ რახდება, იქნებ ვინ იცის, რა დღეს და როდის გარდავიცვლები. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი