გავიფიქრე საეჭვოდ...


ვერ გავიგე რატომ ხდება ან რახდება საერთოდ,
ვერ დავმარცვლე ჩემი სიტყვა, გავიფიქრე საეჭვოდ.

ღამის ფიქრი უსასრულოდ ყოველ ღამეს დამყვება,
და საამოდ სულის წიაღს ჩუმად ეთაყვანება.

გაბზარული თუ გატხდება გამთელდება თავიდან,
და რამდენიც უნდა მითხრა ყოველ სიტყვას ავიტან.

და ადგილი სადაც შევხვდით სამყაროსთვის ძნელია,
ის დრო კიდევ როცა შევხვდით ახლაც საძებნელია.

იქნებ ასეც უნდა იყოს, ცალ-ცალკე და  ერთად,
ჩვენ მიზეზი უნდა გვქონდეს რომ ვიჟღეროთ ერთ ხმად.

ნუ თუ ფიქრიც ფიქრობს ფიქრში,
ნუ თუ ღამეც ღამით ღამობს,
და ეს ჩემი სიყვარული, 
რაც სწადია იმას ამბობს.

და აქ წვიმაც აღარ მოდის,
და თოვლი კი აღარ მათოვს,
თუ შეგხვდები ნეტავ როდის,
სადაც შენ ხარ მხოლოდ მანდ თოვს.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი