შევამჩნიე...


შემამჩნია და შემავჩნიე,
გაიღიმა და გავუღიმე
იმ წუთას ფიქრი შევაჩვიე
იმ წუთას გრძნობა გავუღვივე.

დავინახე რომ მიყურებდა
დაინახა რომ ვუყურებდი,
და სანამ ის თავს იტყუებდა
მანამდე ჯერ მე ვატყუებდი.

დავინახე რომ გაწითლდა
დაინახა რომ გავწითლი
მის თვალს ჩემს თვალებს ვახვევდი
ამას ახლაც კი განვიცდი.

დაიმორცხვა და მიყურებს,
დავიმორცხვე და ვუყურებ
ვიღაცა თვალებს იტყუებს,
მტყუან თვალებით მიყურებს.

და ჩვენ ორს შორის მანძილი
მარტივდებოდა ნელ-ნელა
როდესაც მომიახლოვდა,
დღე იყო მაგრამ მებნელა!

ტატო ბერიაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი