ახლა ჩვენი ამინდია...
ახლა ჩვენი ამინდია, და ჩვენ ერთად არ ვართ, სხვანაირი ჰაერია ჩემს ოთახში თითქოს, მე და შენ ხომ ერთმანეთს აღარაფრით ვგავართ, ამინდი კი უშენოდ მოშუშებას ითხოვს. სხვანაირად იყვავილა ჩემს ეზოში ვარდმა, აღარ მოჩანს ჰორიზონტზე გაფრენილი გედი, მინდა ზევით გავფინდე, არ ვიყურო დაბლა, ასეთია ალბათ ამ ცხოვრების ბედი. აღარ მიდგავს ცხოვრება გართულებულ სცენარებს ისე როგორც წუხელის რომ მღადრავდა მუცლიდან, ისე აღარ ვუყურებ, როგორც ადრე მცენარებს. ბევრი გამივიარე, გადმოვედი ბორცვიდან! ყელი მქონდა გაჭრილი და სისხლი მომდიოდა, როგორც ჩქარი ჩანჩქერი სისხლი ვერ შევაჩერე, დარდი არ ღირს ამაზე, მე ფერები მჭირდება, ბევრი ფერი დავღვარე, მაინც ვერ შევაფერე. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი