გარდავიცვალე


ჩემი თვალები არსად ტყუიან
ჩემი გრძნობები არსად ცდებიან
არმინდა შეცვლა მაგრამ ვიცვლები
ეს ცვლილებები ქარს გასცდებიან

და დაუბერავს შენსკენ ეს ქარი
და გაგრძნობინებს როგორ ვიცვალე
ამბავს მოგიტანს არ დაუჯერო
გეტყვის რომ თუმრე გარდავიცვალე.

შენც ხომ ეს გინდა მე რომ წავიდე
უკან მოხედვა შევწყვიტო შენზე
ანდერძად ვწერო ჩემი გრძნობები
და შეგინახო ჩემს გულის სხვენზე

და მაინც გჯერა ჩემი ცვლილების?
და კიდევ გჯერა რომ შევიცვალე?
ამბავს მოგიტანს ქარი ამაღამ
და სიმართლეა გარდავიცვალე.

ტატო ბერიაშვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი