სიზმრებსაც ვუვლი
ფიქრებში ვკვდები და მიხარია, ღამეებს ასე რომ სწყდებათ გული და ეს სიკვდილი თუ სიზმარია, სიზმრებიც მიყვარს, სიზმრებსაც ვუვლი! მთვარე ამაყად ივსება ისევ, უჩემოდ ყოფნა მას უხარია, თავისუფალი ქარები ქრიან, ქარების ქროლვაც მი მიხარია! ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი