ძალა...
ჩემი ძალა ყველას ისე აწუხებს, თვალებს მთხრიან, გულში მჭრიან, მაგრამ მათ ეს არიციან, რომ მე მაინც დავამარცხებ! დავამარცხებ მზეს და მთვარეს, ელვით ხელში ვიბატონებ. მე დავმარხავ წყვდიად ღამეს, ეს ჩემშია სიბატონე! როგორ გინდათ მომისროლოთ, და საფლავი მათხრევინოთ, ჩემი თავი მე მოვიკლა, ჩემი გვამი მათრევინოთ! არ ვეღირსო მე ოცნებებს, დამაბად და თან მაწამოთ, წყალი გთხოვოდ და უარჰყოთ, საჭმელიც კი არ მაჭამოთ. ეს ყალბია, ამად არ ღირს, თქვენ ჩემამდე ვერც კი მოხვალთ, მეფე მოდის! ყველანი ძირს, ამ სიტყვების შემდეგ ხოხავთ. მე გვირგვინი მიტომ მადგას, რომ არავინ არსად არ მგავს! ჩემი ძალა ქვესკნელია, და ის თქვენთვის ბრმად ბნელია. ანგელოზის ფრთების შესხმა, ეს არ არის ადვილი, ბოროტების მიმდევრებო, დაგვიშორდა მანძილი. ქარი კი წუხს, რომ ის მიდის, გადალახვა უწევს ხიდის! ღიმილით კი მე მას ვუმზერ, და ჩურჩულით კიდეც ვუმღერ! დავიღალე ყალბი გზებით, ყოველ ადგილს ნიღბით ვტოვებ, და ეცადე აუსრულო გულ მორჩილედ რასაც გთხოვენ! არასოდეს დამითმია, ის რაც მხოლოდ ჩემშია, არასოდეს მიძებნია ის რაც საძებნელშია. და თუ გინდათ ამის შემდეგ, ოცნებები წამართვათ, გაგაფრთხილებთ რაც ჩემია, ვერასოდეს წარმართავთ. ბრძოლა მიწევს დიდი ბრძოლა, და ვიცი რომ მოვკვდები, მე ჩემს გვამსაც გავათრევ, ერთ წამსაც არ მოვცდები! და საფლავზე ეწერება აქ მარხია მეფე, ახლა ვზივარ სიბნელეში და რითმები ყეფენ! და მე მოვრჩი ეს პოემა, გამიცანით ახლა, რადგან მე ხომ პოეტი ვარ, და რითმები მახლავს...! ტატო ბერიაშვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი