მზის ამოსვლისას


მზის ამოსვლისას მე გაგიშლი ბილიკს მზისაკენ
გამხმარ ტირიფებს წყალს დავუსხავ და აყვავდება,
ვგრძნობ ჰაერში ვარ, ამავდროულად თავ ვარ მიწაზედ.
ეს მზის ამოსვლა ვიმედოვნებ არ დამთავრდება.

სანამ პაემანს ჩვენ ვუთქვამთ ერთურთს
მარტის ქარები მიმტვრევებ მაჯებს,
ბევრს არ ვიწვალებ წავიღებ ერთ წუთს,
აქ ვინც იბრძოლებს ის გაიმარჯვებს.

შენის ნებართვით შევხვდები ზამთარს,
სანამ გასულა ეს დიდ თოვლობა,
მე სიყვარულის ახსნა არა მაქვს,
რადგან რთულია ძალზედ ობლობა.

მზის ამოსვლისას სამყაროც ხომ ფერებს შეიცვლის,
მე შავ თვალებზე მხვდება სხივი ჩემში ბატონი,
ამ სამყაროდან ეს სხივები ფეხს არ მოიცვლის,
და თუ მოიცვლის სამყაროში ვიყოთ მარტონი.

იქნებ გაზაფხულს შევეფეთო ამ ქუჩის ბოლოს,
და გაყინულმა ჩემმა გულმა ვარდი მოისხას,
რასაც ვერ ვწონით, იქნებ როდესღაც კი აიწონოს,
ჩემმა სხეულმა ჩემს ბეჭებზე ფრთები შეისხას!

რომ შეგიფარო ამ ფრთების ქვეშ როცა იწვიმებს,
და ჩვენ ზამთრიდან დაველოდოთ გაზაფხულობას,
და ცისარტყელის ფერებით ვხატოთ
რაც უნდა იყოს დასახატი ზეცის ფერულად!

ტატო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი