ქალბატონი


ნაფიქრით ნამზეური, ნაბიჯით დამთხვეული, ჩემი უცნაური გრძნობა ხუნდება,
ეს კი სიმართლისთვის, ვითომ სიმრავლისთვის, ჩუმად მოიპარეს ქურდებმა.
ალიონს ვეტფრი და ლამის მოვწყდი გულის ჭიდილით,
ვარდი დავფალი მოიპარეს ესეც ამ დილით.
ეზოში ავაშენე შენი მონატრება 
ჩემი ჩონჩხებით,
შენ კი ჩემს წამებას როცა მორჩები,
და დაბრუნდები, მე არ დაგხვდები,
ან თუ დაგხვდები, მხოლოდ შეცვლილი,
რადგან დრო მიდის, და დროსთან ერთად მეც ხომ ფერს ვიცვლი.
ეს ჭუჭყიანი და უღირსი ჩემი გონება,
ამავდროულად ისევ ფიქრობს რაც არ სწადია, და დავივიწყე როგორც იქნა ეს მოგონება, სადაც ერთად ვართ , და სიყვარული ძალზედ მძაფრია.
მაგრამ რატომღაც მარტოდ ვერ ვგრძნობ ჩემს თავთან ყოფნას,
გამუდმებით მელანდები როგორც სილუეტი,
ან რა აზრი აქვს შენს ასეთ ყოფას.
მე კი რატომღაც დავრჩი უხორცო
უხორცო რადგან ხორციც მომპარეს,
ღამით რომ მძინავს მე მქურდავს ყველა, სახე წაიღეს, მგონი დროც მპარეს.
მაგრამ ყოველთვის ვიყავ ბატონი,
და ამ ბატონის შენ ქალბატონი. 

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი