ჩუმად იყავი...


ჩუმად იყავი...
მე სიზმარში გხედავ ამ წუთას,
შენთვის იყავი,
და აცადე სიზმარს რაც უნდა,
გთხოვ შეწყვიტე უადგილო მწარე ქილიკი,
არ იხმაურო, და მაცადე გამოძინება,
რომ გაგიშალო ჩემს სხეულში რამე ბილიკი,
რომ არ მეღირსოს არასოდეს გამოღვიძება.
რადგან სიზმრები მწვანე ტოტია,
აქ არ არსებობს ფოთლის სიყვითლე,
და მე რამდენი რაღაც მცოდნია,
რომ არ გაიგო ცოტა იფრთხილე!
შენ ნუ დაიწუნე ჩემი სამდურავი,
შენზე ფიქრებისთვის ღამე მითევია,
მაგრამ შენ მოშალე თავზე სახურავი,
ასე იძახიან მაგრამ მითებია.
ჩუმად იყავი...
მე სიზმარში გხედავ ამ წუთას,
შენთვის იყავი,
და აცადე სიზმარს რაც უნდა.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი