ფერად ფურცელზე...
ფერად ფურცელზე ნატანჯ კალმის მელანს დავაქცევ, ცხვირ-წინ გიდგავარ და ყურადღებას მაინც არ მაქცევ. შავი ღრუბელი წვიმის წვეთად გადავაქციე, ზამთრის ყინვაში მზე წუხულით მე გავაქციე. გალუმპულ დღეებმა მწუხარება ნისლად აქციეს, თვალახვეული შენს გარშემო ვებრძვი მაქციებს. რომ გამარჯვების სიტყვები ვთქვა და ეს მიღირდეს, სხვაგან დაეძებ შენ სიყვარულს მაგრამ წინ გიდევს. ნაომარი ვარ, სისხლს ვერ ვიჩერებ, ყოველი წვეთი დნება ფურცელზე, გრძნობების გაცვლა მომინდა ისევ, მაგრამ თუ გავცვლი მხოლოდ უცვლელზე. გარიჟრაშია ჭიკჭიკებს დილა, ფანჯრის რაფაზე დაჯდა მერცხალი, და გამახსენდა რომ შენს ლავიწზე შემყვარებია შენი ეგ ხალი. ჩემს პატარა ბახში, მაინც ჰყვავის ნუში, ყოველივე წუთს, მეფიქრება შენზე, სად მიდიხარ დღეს, და სად იყავი გუშინ... ტატო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი