რადგან წუთები წარმავალია...
რადგან წუთები წარმავალია, და შენ თუ ბაძავ ყველა შემხვედრებს, ან თუ ქუჩაში კარნავალია, ვიღაც გიღიმის, მერე გაყვედრებს. მე ამ დროს ტბაზე ანკესით ვდგავარ, არვის ვუღიმი, არვინ მაყვედრის, აქ წუთებიც კი ლაღად გარბიან, და შენ უვიცებს უკან გაყევი. მე არა მიჭირს გლეხი ვარ ისევ, მე სხვანაირი ქარები მიქრის, უბრალოებით სიცოცხლეს ვივსებ, სავსე ნაკვერჩხლით კოცონი იწვის. შენც მოგბეზრდება მალე ზეიმი, ყველა აზროვნებს მანდ ერთნაირად, და შენ მოგიწევს ძებნა გიჟების, მაგრამ იპოვი?! ვერანაირად. გიჟის სიცოცხლე კომედიაა, და ამიტომაც მიჰქრის ღიმილით, თქვენთვის ცხოვრება ტრაგედიაა, და ამიტომაც კვდებით ტირილით. შორეულ წარსულში მე თქვენ მიცნობთით, ქუჩის ბოლოში ვიდექი ხოლმე, ბერეტის ქუდი მეხურა შავი, მოგონებები უეცრად მოვლენ. და მაინც როგორ გვადგება იგი, რომ შეცდომებზე ავანთოთ ცეცხლი ჩვენ ხომ ოდესღაც ვიყავით ერთნი, მაგრამ სიყვარულს, არჩიეთ ვერცხლი. და შეიძლება ეს კარგი იყოს, მე გადამკვდარი ფიქრების ცვენას, თქვენ შეგიძლიათ რომ დაივიწყოთ, მაგრამ მე მუდამ ვიხსენებ წყენას. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი