შეშლილ სახეებს
შეშლილ სახეებს არ სჩვევიათ დამალონ თავი, მიმოფანტული ნამსხვრებები შეამკო ქარმა, ცაში ღრუბლები გადაიჭრნენ როგორც ვენები, და იჭრაჭუნა ჩემს ჭიშკრის წინ დადგმულმა კარმა. და ვაფათურებ ხელებს სულში რომელსაც ვიცნობ, მტაცებლის მსგავსად ვეპარები საყვარელ სხეულს, უკან მიღრენენ თეთრი ძაღლები და ხმაურს ჰქმნიან, მთელი შუშები მაჩვენებენ თავს ჩამომსხვრეულს. ჩემში უღანებს გადაეკრათ ნათელი შენი გახუნებული ხის ფესვებმა იხარა კიდეც, მახსოვს წარსულში მოგიტანე პატარა ძღვენი და ჩემს თავს გიძღვნი უსასრულოდ კიდევ და კიდევ. ვარსკვლავს ციმციმით შეუძლია ღამე ანათოს, ზვავს შეუძლია ნალეს კლდეში დატოვოს ხვრელი, შენ შეგიძლია შენი სახე კიდევ მანახო, და შეგიძლია ისევ გახდე ჩემზე მზრუნველი. დავემკვიდრები რაც არ არს ჩემი უეცრად მინდა ვიყო ფხიზელი, მაგრამ ოდიდგან მივდივარ უკან, და შენს წინაშე ვარ გამხიზვნელი. ფრთებშეკვეცილი ბეჭებზე შრამით, ვცადე გაფრენა მაგრამ დავეცი, მე მქონდა ერთი სიცოცხლე მხოლოდ, და ეს სიცოცხლეც შენ გადმოგეცი. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი