ყვავილების სურნელი


ყვავილების სურნელით, ისევ გავხდი მზრუნველი, რომ გიპოვნო მინდვრებში, რომ ავეწყო რითმებში, ძარღვში სისხლი გროვდება, გალუმპული წითელი, ყურძნის მტევნით დავნაყრდი, მაგრამ მაინც ჩუმად ვარ, სევდის ფერი თვალებით,
ირგვლივ ყველას ვუხდები. გეძებ და ვერ გპოულობ, ამით კიდევ ვწუხდები.
ანგელოზის ბილიკზე მიმავალი მოვბრუნდი, დამტვრეული მაჯებით
ფარდებს გავშლი, დავკეცავ,
როიალის ხმა მესმის და უშენოდ არ ვცეკვავ.
და ფიქრებით ღამის დროს, ნეტავ წყალმა წამიღოს, იმედით ვსდევ დინებას, შენკენ მოედინება,
გზად ჩავუვლი ნაპირზე მწოლიარე მწყემსებსაც, იქნებ მივწვდე რაიცი იქვე დარგულ ნერგებსაც. ცაზე ღრუბელს ვეცნობი ჩემი ფიქრით ზეცაზე, მე მაქვს ორი სინათლე ერთი შენ, და მზე ცაზე.
მაგრამ ნათელს როდიდან ეპარება სიბნელე, და წითელი ვარდები შავი ფურცლით ივსება, ცარიელი ქვევრები ისევ შეივსება, ჩაჭყლეტილი მტევნებით, რა სურნელი ტრიალებს, ვაზის ფოთოლს ამაყად შეუცვლია ფერები,
შენ შორსა ხარ, შორიდან მაინც მოგეფერები. ზედ ვენები მასკდება შუბლზე წარღვი მიწყდება, და გიჟივით ვყვირივარ , რომ არ დამავიწყდება , შენი თვალის ფერები, და წითელი სახე, კოცნის დროს რომ გაწითლდი და ვერ დაინახე.

ტატო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი