ორასი წლის...


ორასი წლის მდინარის წინ იქვე იდგა კარავი,
ბიჭი ვიყავ უპასუხო, სიტყვის მომპარავი.
ორასი წლის როიალზე მტვერი ედო ნასიპად,
ახლა კიდევ უნამუსოდ, გააქვთ გასაყიდად.
ორასი წლის მოხუცი ხე ფესვებსღა ეჭიდება,
დახმარება უნდა მაგრამ ამის თქმა ერიდება.
ორასი წლის ნაქსოვ ქუდზე აბურძგნულა ძაფები,
ორას წლის წინ რბილნი იყვნენ, ახლა კიდევ მძაფრები.
ორასი წლის მოხუცია ხალხი თვალს არ უჯერებს,
ავტობუსის სადგურზეა მაგრამ ის არ უჩერებს.
ორასი წლის ბებოც მხვდება, გაუშლია ქოლგა,
მაპოვნინე ჩემი ქისა გულ მორჩილედ მთხოვდა.
ორასი წლის სიყვარული ბებოს თვალში ღვივის, 
ვაზი უნდა ჩამოკრიფოს, შედგმა უნდა ღვინის.
ორასი წლის მეეზოვე ეზოს სკამზე ღიღინებს,
და თავის ცოცხს შეუმჩნევლად თოკით  უკრავს კიკინებს.
ორასი წლის ნაცნობი მყავს , და უცნობად მეწვია,
ღიღინებს და მხარზე აზის დასიცხული მზეწვია.
ორასი წლის პოეტი ვარ გამიხუნდა რვეული,
იმედი მაქვს მე რომ წავალ მეწოდება რჩეული.
ორასი წლის მდინარის წინ იქვე იდგა კარავი,
ბიჭი ვიყავ, უპასუხო სიტყვის მომპარავი.

ტატო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი