ქალი თვალკაკაბა


ბოლოს თვალკაკაბა ქალი შემომიჩნდა, 
ჩუმად დავუკოცნე თვალები,
მონადირის მსგავსად ტყვია დავუმიზნე,
მაინც შევამჩნიე მისი ნაკვალევი.

ნაქსოვ ქუდზე კი თოვლი ადნებოდა,
ტუჩზე ლურჯი ფერი მკრთალად ემჩნეოდა,
როცა იღიმოდა ღამე ნათდებოდა,
როცა იღიმოდა კიდევ მეჩვეოდა.

ჩემი დამტვერილი ლექსის რვეულები,
წუღელ ნასიზმრია, შენთვის მეგულება,
შენთვის მეგულება ნაზი დღე ულევი.
მე შენ შემოგფიცე უკვე ეთთგულება.

უკვე გაღვიძებულს შიშმა ამიტანა,
ატმის ხე ჰყვაოდა თითქოს მომელანდა,
ჩემმა ერთგულებამ ბევრი აიტანა,
მაგრამ მიღალატა შენმა თეთრმა ლანდმა.

აწყმოს ფარგლებშია, ის რაც უნდა იყოს,
ისევ ასანთი და ისევ სიგარეტი,
ისევ ნამთვრალევი გარეთ გამოვდივარ,
შენსკენ მოვაბიჯებ ოღონდ რიგს გარეშე.




ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი